05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
37 ათასი დევნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ამ დრომდე ელოდება - IDFI-ს ანგარიში

37 ათასი დევნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ამ დრომდე ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი.

IDFI-ში განმარტავენ, რომ ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ ადამიანების ბინით უზრუნველყოფისთვის უწყების გათვლებით მილიარდ ნახევარი ლარია საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით კი, ბოლო 6 წლის განმავლობაში საჯარო უწყებებში დასაქმებულებისთვის დახარჯული პრემიებისა და დანამატების სახით მილიარდ 700 მილიონი ლარია დახარჯული. 

დღის ამბები