03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია - ერთი ადამიანი დაკავებულია

თბილისში, დიღმის მასივში ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი.

ამის შესახებ "რუსთავი2"-ს  შსს-ში განუცხადეს. 

"საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი," - განაცხადეს შსს-ში. 

ძმები ატარშიკოვები სავაურაუდოდ წუხელ მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ძმები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს. თუმცა მეზობლები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით კი, გარდაცვლილ ძმებს სხეულზე ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ. 

ალექსანდრე და დენის ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები