ბანკების მიერ დაზარალებულების გამაფრთხილებელი აქცია კანცელარიასთან. დაზარალებულები შენობაში იმყოფებიან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი შენობას არ დატოვებენ.
დაზარალებულების თქმით, მათ სურთ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბანკებს აღარ ექნებათ უფლება, რომ მოქალაქეები საკუთარი საცხოვრებლიდან გამოასახლონ.
ასევე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ცოტა ხანში შეუერთდებათ აზოტის ქარხნის მუშები და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები.