05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
“ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა დღეს არხის გადარჩენის პროცესში" - ზაალ უდუმაშვილი

რუსთავი2-ის, სიტყვის თავისუფლებისა და მოსამართლეების მხარდასაჭერად უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

“ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა დღეს არხის გადარჩენის პროცესში, ვინაიდან დღეს სწორედ ასე დგას საკითხი. დღეს მიმდინარეობს რუსთავი 2-ის გადარჩენის პროცესი და მხოლოდ ერთიანი ძალებით, საზოგადოების კონსოლიდაციით შევძლებთ, რომ დავიცვათ რუსთავი 2 და სვიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველიმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

აქცია დღეს 2 საათისთვის მეტრო რუსთაველიდან დაიწყო. რუსთავი 2-ის და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებმა მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლეს.  

      

დღის ამბები