05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
ცხინვალის ციხიდან, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხიდან, უკანონოდ დაკავებული, საქართველოს 2 მოქალაქე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ლაშა დოთიაშვილი და ჯემალ აბალაკი ყვებიან, ისინი საკუთარი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში შეშას აგროვებდნენ, როდესაც რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ და დააკავეს.

თუმცა მათ ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ. გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრი მოსახლეები, საოკუპაციო რეჟიმმა კვლავ ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლა.

დღის ამბები