თელავის შესასვლელში მდებარე ერთ-ერთ ავტოშემკეთებელ სახელოსნოში ავტომანქანა დაიწვა. Toyota-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როცა სახელოსნო დაკეტილი იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროსისტემა სახელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.