03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
შსს-ს თანამშრომლებმა ახალი წელი გაჭირვებულ ოჯახებს მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები დუშეთის რაიონში 14 ოჯახს ესტუმრნენ. მათ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად სურსათი და ტკბილეულობა გადასცეს.

ამავე აქციას შეუერთდნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებიც, რომლებმაც ცაგერის, ლენტეხის, ხონის და ხარაგაულის რაიონის სოფლებში მცხოვრებ 85 შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები მიუტანეს და ახალი წელი მიულოცეს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და მრავალშვილიან ოჯახებს ზამთრის პერიოდში პროდუქტებით ამარაგებენ. სამინისტრო სულ 1000-ზე მეტ ოჯახს ეხმარება.

დღის ამბები