სუპერმარკეტების ქსელ ფურშეტის ყოფილი თანამშრომლები ორი თვის ანაზღაურებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ვიდრე სუპერმარკეტების ქსელი დაიხურებოდა, იქამდე 2 თვე იმუშავეს, თუმცა აღნიშნული თვეების ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ.
გარდა ამისა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ გადასახდელი აქვთ საბანკო კრედიტები და სხვა ვალდებულებები, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და სასამართლოში გეგმავენ სარჩელის შეტანას.