05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
აქცია გურჯაანში - მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს

ბაკურციხის შემდეგ, ავტობანის მშენებლობა გურჯაანში ბესიკის ქუჩის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს.  

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობა ამორტიზირებულ სახლებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ პროცესს ნგრევაც მოჰყვეს.

აქციის მონაწილეები დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივ აქციებს არ გამორიცხავენ.

მათივე თქმით, პრობლემით ხელისუფლება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. ბაკურციხე- თბილისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები