ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ხელვაჩაურში გამართულ საპროტესტო აქციას. ხიხანის ქუჩის მაცხოვრებლები ბათუმი-ახალციხის მიმართულებით მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ.
მოსახლეობის განცხადებით, ხელისუფლება მათ საკუთრებაშია შეჭრილი. მათივე მტკიცებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, 1 კვადრატულ მეტრი მიწის საბაზრო ღირებულება 35 დოლარია, ხოლო სახელმწიფო მათ კომპენსაციის სახით მხოლოდ 7-დან 20 ლარამდე უხდის.
ხელვაჩაურის მცხოვრებლებმა, სამუშაოების შეჩერების მიზნით, გზის გადაკეტვაც სცადეს, პოლიციასთან დაპირისპირებაც ამ დროს მოხდა.