59 წლის ქალმა ბათუმში ბავშვი გააჩინა. ნათელა ლაზიშვილსა და მის 61 წლის მეუღლეს ბავშვი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინათ.
ახალშობილი საკეისრო კვეთით გაჩნდა და ის 2 კილოგრამსა და 300 გრამს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.