03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
შოტლანდიის სანაპიროსთან სატვირთო ხომალდი ამობრუნდა

შოტლანდიის სანაპიროსთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სადაც გვიან ღამით სატვირთო ხომალდი ამობრუნდა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაკარგულად მიიჩნევა.

გავრცელებული ცნობით, ეკიპაჟის წევრთაგან 7 პოლონელი და ერთი ფილიპინელია. სამაშველო ოპერაციაში ავიაციაც არის ჩართული. გავრცელებული ცნობით, გემი კვიპროსში იყო რეგისტრირებული და მას ცემენტი გადაჰქონდა.

დღის ამბები