05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
ყაჩაღობა ლანჩხუთში და ნაცემი ცოლ-ქმარი - დამნაშავეების ვინაობა უცნობია

ყაჩაღობა მოხდა ლანჩხუთში - სამი უცნობი შეიარაღებული პირი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხატის თემის სოფელ ჯიხანჯირში მცხოვრებ გელა გურგენაძის ოჯახში შეიჭრა. 

შეიარაღებულმა პირებმა გელა გურგენაძეს და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი ოჯახისგან ფულს ითხოვდნენ. მეუღლემ გაქცევა მოახერხა, თუმცა მას გზაში დაედევნენ, სცემეს და იქვე მდინარეში ჩააგდეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი, ეკა ჭითაშვილმა მოახერხა მეზობელთან მისვლა და სწორედ მეზობელმა გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. სახლში მისულებს კი გელა გურგენაძე ნაცემი და გონებადაკარგული დახვდათ. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია 220 ლარი. 

ცოლ-ქმარი ლანჩხუთის კლინიკაში მოათავსეს, სადაც სტაციონალურ მკურნალობას გადიან.

ექიმების თქმით, მათ თავის არეში ძლიერი დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

დღის ამბები