საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების წესები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. სასწავლო შეხვედრა კამპანიის შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლიდან აწარმოებს.
კამპანიის მიზანი საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ავტოსაგზო შემთხვევების პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილ უფროსკლასელებსა და სტუდენტებსაც ესაუბრნენ.