03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
შეერთებული შტატების ხელისუფლება ინდონეზიაში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

შეერთებული შტატების ხელისუფლება ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება ინდონეზიაში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დიპლომატიური უწყების ცნობით, პოტენციურ სამიზნეებს შორის შესაძლოა იყოს სასტუმროები და ბანკები, ამიტომ მოქალაქეებს ამ დაწესებულებების სიახლოვეს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. დამატებით დეტალებს მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ოფიციალური ვაშინგტონი არ ახმაურებს.

დღის ამბები