05 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
საქართველოში ხმაური შესაძლოა დასჯადი გახდეს

პარლამენტი ქუჩებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხმაურზე შეზღუდვაზე მუშაობას განაახლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს შესაძლოა ახალი მუხლი დაემატოს.

თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს ხმაურიან ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჯარიმა დაეკისრება. ხმაურზე რეაგირება პატრულს დაევალება, რომელიც შესაბამისი აღჭურვილობა ექნება და ხმაურის დეციბელის გაზომვას შეძლებს.

კანონპროექტი ხმაურის ზედა ზღვრად კაფეებსა თუ რესტორნებს დღის განმავლობაში 40, ხოლო ღამით 30 დეციბელს უდგენს. ურჩ მელომანებს 150-დან 1000 ლარამდე ჯარიმის გადახმა მოუწევთ. პროექტის დამუშავება საკანონმდებლო ორგანომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, თუმცა ბიზნესის წინააღმდეგობის გამო რეგულაციების მიღება რამდენჯერმე გადადო.

კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება მათ ბიზნესსაქმიანობას ხელს შეუშლის.

უცნობია, როდის და რა სახის კანონპროექტს წარუდგენს სამუშაო ჯგუფი პარლამენტს. დღეს კი საქართველოში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მეზობელი ნაკვეთიდან გამოსული ხმაურის თმენის ვალდებულება, ასევე კომპენსაციის მიღების უფლება არსებობს.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა.

დღის ამბები