01 ოქტომბერი 2024,   05:41
ვრცლად
გორის თეატრი პრეიმერისთვის ემზადება - რეჟისორი ბულგაკოვის "ძაღლის გულს" დადგამს

გიორგი ერითავის სახელობის თეატრი გორში მაყურებლებს ექსპერიმენტულ სცენას თავაზობს. ალტერნატიულ სცენაზე დადგმული 4 სპექტაკლიდან ორს უკვე კრიტიკოსების დადებითი რეცენზიები მოჰყვა.

აკადემიური თეატრის ალტერნატიული სივრცე გორში უკვე ერთი წელია მაყურებელს ახალგაზრდა რეჟისორების ექსპერიმენტებით ანებივრებს.

სტუდენტი მაყურებლებისათვის სპეციალური შეღავათიც მოქმედებს. გორელი ახალგაზრდებისათვის ალტერნატიული სცენა მოსაწონია, თუმცა მათივე აზრით ქალაქში არასაკმარისი კულტურული ცხოვრებაა.

გიორგი ერისთავის თეატრის ექსპერტიმენტული სცენა პრემიერისთვის ემზადება. მესამე სივრცეში ახალგაზრდა რეჟისორი ნინო შოთაძე ბულგაკოვის ძაღლის გულს ერთ თვეში დადგამს.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები