თბილისიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე სოფელი, რომელთან მისასვლელი გზა ფაქტობრივად არ არსებობს - ახალ კუმისში არ არის არც გაზი და არც წყალი, მოსახლეობა დღემდე წვიმის წყალს სვამს. ნალექის დროს გზაზე დიდი ტალახი ჩნდება, რომლის გამოც, არათუ მანქანით, ფეხით გადაადგილებაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს.
p.s. ორი წლის წინ ჩავიდა ახალ კუმისში. 2015 წელს სოფლის რწმუნებული ამბობდა, რომ გზა გაკეთდებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში იქ არაფერი შეცვლილა. მაშინ, ადგილობრივი მოსახლეობა ახალ კუმისს ჯოჯოხეთს ადარებდა, ისინი სოფელს დღესაც ასე უწოდებენ.
სოფლის ერთადერთი ტრანსპორტი მატარებელია, რომელიც თბილისში დილის 05:00 საათზე მიდის და საღამოს ბრუნდება. მაღაზია არ არის, ამიტომ მოსახლეობას პურის საყიდლადაც დილით ადრე წასვლა და შემდეგ მთელი დღე ქალაქში ლოდინი უწევთ.
ერთადერთი, რაც 2016 წელს მუნიციპალიტეტმა გააკეთა, რამდენიმე კილომეტრიანი გზიდან მხოლოდ 300-მდე მეტრის მანძილზე ხრეში დაყრაა.
გარდაბნის გამგეობაში ამბობენ, რომ თანხები გამოყოფილია და გზას 2017 წელს გააკეთებენ. რაც შეეხება წყალს და გაზს, ჯერ მათი გაკეთება არც იგეგმება.
ავტორი: გვანცა სუთიძე.