05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
მსოფლიოს საკრალური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ქეთევან დედოფლის სახელს ატარებს

10-დან 19 თებერვლამდე ინდოეთში, გოას შტატში მიმდინარეობს მსოფლიოს საკრალური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ქეთევან დედოფლის სახელს ატარებს. ამ პერიოდში ინდოელები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები ადიდებენ ქალს, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში, იდეალებისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. ეს ქალი ქართველი დედოფალი ქეთევან წამებულია.

ფესტივალზე უკვე რამდენიმე წელია არტისტები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან და ათი დღის განმავლობაში იმ ტაძრის ნანგრევებში, სადაც დიდი მიწისძვრის შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იპოვეს, მის პატივსაცემად ულამაზესი კონცერტები იმართება, მაგრამ ამ ფესტივალზე არასდროს, არც ერთხელ არ გამოსულა ქართველი მუსიკოსი.

ინდოეთში კი ჩვენი დედოფალი იმდენად უყვართ, რომ ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში მის სახელზე მუსლიმები და ინდუსებიც კი ლოცულობენ.

დღეს დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის მუზეუმშია დაცული - ძვლებს გენეტიკური ანალიზიც კი ჩაუტარდა და მათი ავთენტურობა, შეიძლება ითქვას, უკვე მეცნიერულადაც გამყარებულია.

ინდური მხარე თანახმაა საქართველოს 6 თვით გადმოსცეს წმინდა დედოფლის ფრაგმენტები. სად უნდა დაასვენონ 400 წლის შემდეგ ნაპოვნი რელიქვია, მუზეუმში თუ ტაძარში? ახლა დისკუსია კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ამ თემაზე მიმდინარეობს.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს.

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

დღის ამბები