05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
პარლამენტიდან მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში - ომარ ნიშნიანიძის გრანდიოზული გეგმები და მოულოდნელი დასასრული

წინა მოწვევის პარლამენტიდან დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდნენ, აქტიურად საქმდებიან სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანი დეპუტატი ქართული ოცნებიდან ომარ ნიშნიანიძეა. ისტორიკოსი და პროფესორი, ხელისუფლებამ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩევლად დანიშნა - ის მონაწილეობას მიიღებს უზარმაზარი ნაგავსაყრელის მშენებლობაში, სადაც მოგროვდება ნაგავი იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან. ნაგავსაყრელი მის მშობლიურ სოფელში, ჭოგნარში უნდა აშენდეს.

ნიშნიანიძის ახალ სამსახურს ეჭვის თვალით მისსავე მშობლიურ სოფელში შეხვდნენ.

სოფელ ჭოგნარის მკვიდრებს ის ფაქტი აღელვებთ, რომ სოფლის თავში ფერდობზე ნაგავსაყრელი იქიდან წამოსულ ღელეებსაც დააბინძურებს, ჰაერსაც და მიწასაც. 

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ამბობს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ნიშნიანიძის სამსახურში აყვანა მისი იდეა იყო და ეს არავის უბრძანებია. კონკურსის გამოცხადება კი იმიტომ არ იყო აუცილებელი, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის კომპეტენცია სწორედ ნარჩენების მართვის საქმეში ეჭვს არ იწვევს.

ომარ ნიშნიანიძის მსგავსად, ვინც საპარლამენტო სიაში ვეღარ მოხვდა,  სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდნენ. ოცნების საპარლამენტო სიაში ომარ ნიშნიანიძე და ბევრი სხვა პირი, ახალგაზრდებმა ჩაანაცვლეს.

ავტორი: თენგოზ გოგოტიშვილი. 

დღის ამბები