05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
პატრიარქს ოპერაციას ხვალ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში 11:00 საათზე ჩაუტარებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე მაღალტექნოლოგიურ კლინიკა ჰელიოს ბერლინ ბუხში ოპერაციას ხვალ ჩაუტარებენ. კლინიკის ექიმებს 10 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ, იყო თუ არა საჭირო ქირურგიული ჩარევა.

პატრიარქი 2 თებერვალს კლინიკაში მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე მესამედ ჩავიდა.

ნაღვლის ბუშტზე ოპერაციას გერმანელი სპეციალისტები, თბილისის დროით, დილის 11:00 საათზე, ლაპარასკოპიული მეთოდით ჩაატარებენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბერლინში ეპისკოპოსებისა და პატრიარქის ახლობლების გარდა, მრევლიც იმყოფება.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები