05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
7 მილიონი საყდრისის მუზეუმის ასაშენებლად, სადაც აფეთქებული ძეგლის არტეფაქტებს შეინახავენ

ოქროს მომპოვებელი კომპანია არ-ემ-ჯი საყდრისის მუზეუმის ასაშენებლად შვიდ მილიონს დახარჯავს.

ისტორიულ ოქროს მაღაროს ხელისუფლებამ ჯერ კულტურული ძეგლის სტატუსი შეუჩერა და რიგით ობიექტად აქცია, ბოლოს კი მისი აფეთქების ნებართვა გასცა. 

პროექტის ავტორები მაქსიმალურად ცდილობენ მუზეუმში აღადგინონ მაღაროს განადგურებული სივრცე, ააგონ საყდრისის ბორცვის მოდელი, საგამოფენო დარბაზებში ააშენონ მაღაროს გვირაბების ასლები რეალურ მასშტაბებში და ა.შ.

მეცნიერები იძულებულნი არიან საყდრისის სიმულაცია შექმნან - ხოლო კომპანია არ-ემ-ჯი, რომელმაც ნამდვილი ბორცვი თვითონვე ააფეთქა, ახლა მისი მოდელების შექმნაში იხდის მილიონებს, რაც მხოლოდ მიზერული ნაწილია იმ უზარმაზარი მოგებისა, რომელიც კომპანიამ სწორედ ამ ვანდალური აფეთქების შედეგად მიიღო.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

დღის ამბები