ამერიკელი ჯაზმენი და გრემის შვიდგზის მფლობელი ელ ჯერო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი პუბლიცისტის, ჯო გორდონის განცხადებით ელ ჯერო ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში სხეულის გამოფიტვის დიაგნოზით მოათავსეს და ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა, თუმცა ლეგენდარული მომღერალი დღეს გარდაიცვალა, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილმა ჯაზმენმა გასული წლის განმავლობაში 50 კონცერტი გამართა, მათ შორის ერთ-ერთი - თეთრ სახლში.
ის ერთად-ერთი ვოკალისტია, რომელმაც გრემი სამ კატეგორიაში: ჯაზი, პოპი და R&B მოიგო.