თბილისის დროით 11 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ბერლინში ოპერაციას გაუკეთებენ. მას გერმანიის კლინიკაში თითქმის 10 დღეა მკურნალობენ, რის შემდეგაც დაიგეგმა ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციის ჩატარება.
ილია მეორის პირადი ექიმის განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს. ოპერაციის წინ პატრიარქს კარდიოლოგიური კვლევებიც ჩაუტარდა.