მამა გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე მთავარ პროკურატურაში კომენტარს სავარაუდოდ, დღეს გააკეთებენ. რატომ დააკავეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის და იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროს ხელმძღვანელი, უცნობია.
დეტალებზე ამ დრომდე არცერთი ოფიციალური სტურქურა არ საუბრობს. სავარაუდო ვერსიად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობა სახელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა დახურული პროცესი და მამა გიორგი მამალძეს P.S-ის ინფორმაციით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მისი დაკავების სპეცოპერაცია აეროპორტში პარასკევს, გამთენიისას ჩატარდა. ის ბერლინში მიეგმზავრებოდა, პატრიარქთან. მისი დაკავების შესახებ არ საუბრობენ ოჯახში.