03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
„ნორმან ატლანტიკზე” სამძებრო სამუშაოებს ხელს ხანძარი უშლის

სამძებრო ოპერაცია ბორან „ნორმან ატლანტიკზე” გრძელდება, თუმცა მაშველებმა ბორანზე დამატებითი ცხედარი ჯერ ვერ აღმოაჩინეს.

ხომალდის სრულყოფილ შემოწმებას ხელს ხანძარი უშლის, რომლის ბოლომდე ჩაქრობაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაურკვეველი რჩება დაკარგული 19 ადამიანის ბედიც. გამომძიებლების ცნობით, ბორანზე ძლიერი კვამლი და მაღალი ტემპერატურაა, რაც სამაშველო ჯგუფის მუშაობისთის საფრთხეს წარმოადგენს.

ერთი კვირის წინ ადრიატიკის ზღვაში მომხდარ ტრაგედიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 450-ზე მეტი კი მაშველებმა გადაარჩინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები