დრანდის ციხეში დატყვევებული გიორგი ლუკავას მეუღლე უკვე მე-6 დღეა მშრალ შიმშილობას განაგრძობს. ლალი ბასარია ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს და მისი მეუღლის გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს.
ლუკავას მეუღლე ხელისუფლებისგან ითხოვს 24 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოლაპარაკებების ფორმატში, გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხის დასმას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ამბობს, შიმშილობის ფორმას გაამკაცრებს.
"სისხლით მიეწერება ამ კედლებზე, რომ ჩვენი მთავრობა გამყიდველია თუ ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ," - აცხადებს ლალი ბასარია.