ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი გუშინ გადაცემა P.S-ის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც მამა გიორგი მამალაძის დაკავებასა და პატრიარქის დაცვის უფროსის დაკითხვას ეხებოდა.
ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქი მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს.
მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება.
„მე მაგალითად ჩემს აზრსაც გეტყვით და სხვა მღვდელმთავრებისაც და თვითონ პატრიარქსაც, რომ ვუთხარით ისიც ზუსტად ასე ამბობს: მე არ მჯერა, რომ საქართველოში, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს თავში. ჯერ ერთი რატომ მაგრამ რატომღაც, წარმოუდგენლად მიმაჩნია, აბსოლუტურად. არც პატრიარქს არ ჯერ ამის და არც მღვდელმთავრებს. სულ ამაზე ვსაუბრობთ. რომ დაკავებულია სასულიერო პირი, ეს პატრიარქმა არ შეიძლება რომ არ იცოდეს, მაგრამ რა იყო, როგორ იყო, ეს არავინ ვიცით.
"რაც შეეხება იმას, რომ ასეთი აჟიოტაჟია ამაზე ატეხილი, არ ვიცი რა არის, მაგრამ თუ რაიმე სერიოზული ამბავია, ცხადია, რომ ამას ის სამსახურები, რომლებიც ამითი არიან დაკავებულები, ამას არც ჩვენ მოგვიყვებიან, არც თქვენ მოგიყვებიან ცხადია,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.