საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს მოსანახულებლად ბერლინში სასულიერო პირების კიდევ ერთ დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება. სასულიერო პირებს შორის არის, მამა დავით ისაკაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია მართმადიდებელ მშობელთა კავშირს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე საოპერაციოდ დღეს დილით, 11 საათზე შეიყვანეს. ამის შესახებ ბერლინიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება.
პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპარასკოპიური მეთოდით ბერლინში, Helios berlin bux-ის კლინიკაში უტარდება. კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები და წმინდა სინოდის წევრები, რომლებიც ამ წუთებში პატრიარქის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიან.
ამ დროისთვის უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია.
ფოტო: რუსთავი 2, ავტორი: თამარ ნუცუბიძე