პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ეკა ბესელიას განცხადებით, პატრიარქთან დაკავშირებით მძიმე დანაშაული მზადდებოდა და ის აღიკვეთა.
"უმძიმესი დანაშაულის მცდელობის აღკვეთა მოხდა," - აცხადებს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. დეპუტატის თქმით, ილია მეორე ამჟამად უსაფრთხოდ არის.