05 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს, სადაც იმ ახალ კრიტერიუმებზე იმსჯელებენ, რომლითაც ახალი გენერალური დირექტორის კონცეფციაში ცვლილებები უნდა შევიდეს. სამეურვეო საბჭოს დასაქმებულთა უფლებების დასაცავად მედია პროფკავშირებმაც მიმართეს.

ბორდის წევრთა ნაწილმა შესაძლოა არ დაუჭიროს მხარი მაღლაფერიძის გეგმას, თუ მასში ცვლილებები არ შევა. მათი აზრით, სამოქმედო გეგმაში ზედმეტად რადიკალური ნაბიჯებია გაწერილი.

„ჩვენ ვმუშაობთ იმ ხედვაზე, რა ტელევიზია გვინდა 3 წლის მერე, როგორ დავახასიათოთ ეს ტელევიზია, რომ დირექტორს ჰქონდეს მკაფიო დავალება სამეურვეო საბჭოსგან, ჩვენ გვქონდა ეს ყველაფერი გაწერილი, კანონით, სტრატეგიული მიზნებით და პროგრამული პრიორიტეტებით, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა მოვაქციოთ მოკლე დავალებაში, რომელიც დირექტორისთვის სახელმძღვანელო იქნება,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, მარინა მუსხელიშვილმა.

სამეურვეო საბჭო საბოლოო დოკუმენტზე შეთანხმებული ჯერ არ არის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები