05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება - წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში კომენტარი არ კეთდება

დაკავებული დეკანოზი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორია.

მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კლინიკის ხელმძღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებია.

კურიერის გადამღებ ჯგუფს კლინიკაში შესვლის და კლინიკის ხელმძღვანელობასთან გასაუბრების შესაძლებლობა დაცვის სამსახურმა არ მისცა. მათ მიზეზად კლინიკაში მიმდინარე თათბირი დაასახელეს.

თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ მათთვის წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის კლინიკის ხელმძღვანელის მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მათ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მეშვეობით გაიგეს.

„ინფორმაციას ტელევიზიით რაც არის, სხვას არაფერს არ ვფლობთ. ეს ინფორმაცია გვაქვს თქვენი სატელევიზიო გამოშვებებიდან, მეტი არაფერი არ ვიცით. ინფორმაცია კურიერის საშუალებით გავიგეთ, ჩვენთვის დამატებითი სხვა წყაროებიდან არაფერი არ არის ცნობილი,“ - აცხადებენ კლინიკაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები