05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
დეკანოზის დაკავება - საპატრიარქოში პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ განცხადება არ გაკეთებულა

საპატრიარქოში სასულიერო პირებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებიათ. მთავარი პროკურორის თქმით, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე.

საპატრიარქოში შესული სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ აქვთ, გარდა იმისა, რაც პროკურატურის ბრიფინგიდან მოისმინეს.

საპატრიარქოს წარმომადგენლები კი არაოფიციალურ საუბრებში აღნიშნავენ, რომ პროკურატურის ბრიფინგზე მოსმენილი ფაქტები, მათთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის მოღვაწეობას, საპატრიარქოში აცხადებენ, ის წლების წინ პატრიარქის ძმისშვილმა მეუფე დიმიტრიმ მიიყვანა.

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები