მამა გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე, რუსთავი 2 ბათუმში მამა გიორგის მეგობარს, მამა ანდრიას დაუკავშირდა, რომელთან ერთადაც დაიწყო მამა გიორგის სასულიერო მოღვაწეობა. მამა ანდრია სატელევიზიო ინტერვიუსგან თავს იკავებს. სატალეფონო საუბარში კი ის აცხადებს, რომ ბრალდებების შინაარსი მისთვის წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელია.
„აგონიაში ვარ. მემგონი სიზმარში ვარ თქო ვფიქრობ, წარმოუდგენელი რამ ხდება. მე არ მაქვს მამა გიორგისთან ნორმალური შეხება, რაც თბილისში გადავიდა. იშვიათად ვნახულობ, შეიძლება 2 თვეში ერთხელ. საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს, ადამიანთან მქონდა საერთოდ, რაც თბილისში გადავიდა, ის თავისთვის იყო და ჩვენ, სამღვდელოება ჩვენთვის ვართ. ბოლოს თბილისში მუშაობდა, დასაქმებული იყო და საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია. ადამიანი ყველა ამბიციურია და ყველას რაღაც მიზანი აქვს ცხოვრებაში, ზოგი დადებითია უფრო მეტი, ზოგი უარყოფითი, მაგრამ ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, ახლა რასაც ამბობენ, სიზმარში მგონია ჩემი თავი. ჩემს აზრს არანაირი აზრი არ აქვს, ქუჩაში გამვლელი ადამიანი ვარ ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა დეკანოზმა მამა ანდრია თურმანიძემ.