05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე ბერლინში მყოფი სასულიერო პირები კომენტარს არ აკეთებენ

მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის შესახებ, პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან, ბერლინში მყოფმა საპატრიარქოს წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს.

პროკურატურაში გამართული ბრიფინგი, ფაქტობრივად დაემთხვა ოპერაციის დასასრულს. 

ბერლინში მყოფმა სასულიერო პირებმა, სადაც დღეს პატრიარქს ოპერაცია ჩაუტარდა, კომენტარი გააკეთეს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„ჩვენი ღელვის საგანი იყო მხოლოდ ერთი, რომ ეს არის პატრიარქი. რადგან პატრიარქია, ამიტომ ვშიშობდით, რაიმე რომ არ ყოფილიყო, რამე გართულება, იმიტომ რომ პატრიარქი მნიშვნელოვანი პერსონაა, თორემ ისე თავისთავად ეს ოპერაცია საქართველოშიც კეთდება, არ არის თავისთავად რთული. ექიმმა თქვა, რომ ძალიან სწორი იყო, რომ ეს ოპერაცია გაკეთდა დროულად, როგორც თქვეს იდეალურად ჩაიარა,“ - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე. 

დღის ამბები