05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი პირი დააკავეს

თბილისის მერიასთან საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე 10-მდე პირი დააკავეს. აქციაზე რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც ადგილზე ზვიად ჩოხელი გამოჩნდა, რომელიც აცხადებს, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახთან კავშირში მყოფ მიწის ნაკვეთს ფლობდა.

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ზვიად ჩოხელი, რომელიც აქციაზე რამდენიმე წუთით გამოჩნდა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას ინტერესებს იცავდა.

კურიერი ლევან გვაზავას დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ მოისმენს ბრალდებებს და მოგვიანებით გააკეთებს საპასუხო კომენტარს.

აქციის მსვლელობისას მონაწილეები შენობაში შევლას შეეცადნენ, ისინი თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორები ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მიწის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვდნენ.

ცნობილი გახდა, რომ აქციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა, რომელსაც აქციასთან კავშირი არ ჰქონდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე ოჯახის წევრს ელოდებოდა, როდესაც ის დააკავეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები და დაცვის სამსახური დავით ნარმანიასა და ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და არაადეკვატურად იქცევიან. 

ავტორი: ეკო მაღრაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები