03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
პატრიარქმა ქადაგებისას იტალიაში გმირულად დაღუპული მამა ილია კარტოზია მოიხსენია

პატრიარქმა ქადაგებისას არქიმანდრიტ ილია კარტოზიას დაღუპვაზეც ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ მოძღვარს შეეძლო გადარჩენა, თუმცა მან საკუთარი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, რის გამოც ზღვაში გადავარდა და დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ”ნორმან ატლანტიკზე” გაჩენილი ხანძრისას ევაკუაციის დროს გარდაცვლილი ქართველი სასულიერო პირის ცხედარს თბილისში მომავალ კვირას გადმოასვენებენ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ყველა აუცილებელი იურიდიული პროცედურა.

ამ ეტაპზე მამა ილია კარტოზიას ცხედარს ექსპერტიზა ქალაქ ბარის პროზექტურაში უტარდება. ის ევროპაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრა. ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები