საქართველო ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობის ფოკუსშია. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინო-პლატფორმაზე, რომელსაც 600-მდე წამყვანი პროდიუსერი ესწრება მთელი მსოფლიოდან, საქართველოს, როგორც მიმზიდველი გადასაღები ქვეყნის წარდგენა მოხდა.
წელს საქართველო კინოფესტივალზე 5 ფილმით არის წარმოდგენილი. ბერლინალეზე უკვე წარმატებით გაიმართა რატი ონელისა და ნათია ნიკოლაშვილის ფილმების პრემიერა, დღეს კი კინოფესტივალი ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ევროპულ პრემიერას უმასპინძლებს.
"საქართველო ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა ტალანტების მხრივ, ქვეყანას აქვს უდიდესი ისტორიული, კულტურული გეოგრაფიული პოტენციალი, ერთადერთი რაც ამ ყველაფერს დამატებით ძალიან სჭირდება, ეს არის რომ დიდ ბიუჯეტიანი ფილმების გადაღება სწორედ საქართველოში მოხდეს," - განაცხადა კოპროდიუსერმა გიომ დე სეიმ.