05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ლიცენზია ჩამოერთვა - სასწავლო პროცესი 350-მდე მოზარდისთვის უკვე შეწყვეტილია

ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა- ლიცეუმში, სადაც საშუალო განათლებას 350 მოსწავლე იღებდა, სასწავლო პროცესი დღეს შეწყდა. მიზეზი სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებაა. ლიცეუმის დახურვა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გააპროტესტეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და სასწავლებლის დახურვის პროცესის გადავადებას ითხოვდნენ.

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლას ავტორიზაცია კანონის შესაბამისად ჩამოერთვა, მოსწავლეები კი ამ დროისთვის სხვადსხვა სკოლაში არიან გადანაწილებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი თურქი ეროვნების მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანისას დაშვებული ხარვეზებია. შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების ოფიციალურ მიზეზს არ ეთანხმება სკოლის დირექტორი.

ლიცეუმის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ავტორიზაციის საბჭოს ცხრა წევრმა 3 თებერვალს მიიღო, მათგან საკითხს მხარი მხოლოდ ორმა არ დაუჭირა.

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი. 

დღის ამბები