05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
უკანონო ნადირობა - ბრაკონიერობაში სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ფიგურირებს

უკანონო ნადირობის 3 შემთხვევა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - ბრაკონიერები ამბროლაურის რაიონის სოფელ ლიხეთში დააკავეს. ასაკოვან მამაკაცთან ერთად კიდევ სამი პირი აიყვანეს, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელიც, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს.

ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მოკლული ირემი ავტომობილში იპოვეს, მოგვიანებით კი სამი არარეგისტრირებული, ერთი კი სხვა პირზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ამოიღეს.

სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გიორგი ტოროშელიძე სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, სამსახური სხვა პირებმაც დატოვონ.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა. 

დღის ამბები