03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ილია მეორეს იუბილეს ნანი ბრეგვაძე კონცერტით მიულოცავს

ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს იუბილეს კონცერტით მიულოცავს. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე დღეს 3 თაობის მუსიკოსი იმღერებს.

ნანი ბრეგვაძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობას ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძეც მიიღებენ. კონცერტი ფილარმონიაში საღამოს რვა საათზე დაიწყება.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 82 წლის გახდა. ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო ლიტურგია აღავლინა. იუბილეს მისალოცად მახათას მთაზე, მრევლთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები და პოლიტიკოსები მივიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები