05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურისგან საქმეზე საჯარო საუბარის აკრძალვის მოხსნას ითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მთავარი პროკურატურისგან იმ შეზღუდვის მოხსნას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მას საქმეზე საჯარო საუბარი ეკრძალება.

ოფიციალური  წერილობითი მოთხოვნით ადვოკატი საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართავს.

გიორგი ფანცულაიას თქმით, პროკურატურა საქმეზე ცალმხრივად ახდენს დეტალების ტირაჟირებას და მას არგუმენტებით დაპირისპირების შესაძლებლობა არ გააჩნია.

პირველი კომენტარი ადვოკატმა კურიერთან გააკეთა.

„დღესაც მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ გამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე, როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენც ვუთხრათ ჩვენი სიმართლე,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

დღის ამბები