05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
კათოლიკოს პატრიარქს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორე ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში, სავარაუდოდ, დღეს  გადაიყვანენ.

ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და ის სამშობლოში დაბრუნებას ერთ კვირაში შეძლებს.

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბერლინში მყოფმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა. ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

პატრიარქის უსაფრთხოებას ამ დროისთვის კვლავ სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს.

„ექიმები გვპირდებიან, რომ ხვალ დილისთვის პატრიარქი გადაყვანილი იქნება პალატაში. ყველა მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია და კარგ მდგომარეობაშია პატრიარქი.

"რაც შეეხება დაცვას, სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან ერთად უზრუნველვყოფთ პატრიარქის უსაფრთხოებას. ამ მხრივ ქართველმა ხალხმა კარგად უნდა იგრძნოს თავი. რაც მთავარია, პატრიარქი კარგად არის," - ამბობს ჩუბინიძე. 

საპატრიარქოს დელეგაცია კვლავ ბერლინში რჩება. ასევე ზეგ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში. გიორგი კვირიკაშვილი ილია მეორეს მოინახულებს.

დღის ამბები