დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველი შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მასთან საუბრისას დეკანოზმა გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც მას ბრალი გააცნეს, ბრალში სასულიერო პირზე საუბარი არ იყო.
ომბუდსმენის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო.
ამასთან, მისივე თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, დეკანოზს ერთი ზარის განხორციელების უფლება არ მისცეს და ბრალი თავის დროზე არ გააცნეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.