05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა - მამა კახაბერ გოგოტიშვილი მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე საუბრობს

საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, მამა კახაბერ გოგოტიშვილს, მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მამა კახაბერისთვის მსგავსი დანაშაული ჩადენის მცდელობა, როგორიც მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მოწამვლაა, მამა გიორგის მხრიდან, დაუჯერებელია და ის ლოგიკურ ბმებს ვერ პოულობს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

„პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ამასთან დაკავშირებით, მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა ამის და მართალი გითხრათ, ვერც ვერავის... მამა გიორგის ვიცნობ, ეს ერთი და ვიღაც უცნობ ადამიანზეც რომ მითხრან, რომ ასეთი რამ მოიფიქრა და ასეთ რამეს აპირებდა, ამისი დაჯერება ნამდვილად გამიჭირდება. მე ვფიქრობ, რომ დასჭირდება ამ საკითხს... გარკვეული დროის მერე, ალბათ, სიმართლე გამჟღავნდება, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა,” - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მამა კახაბერისთვის რთული დასაჯერებელია, რომ რომელიმე ადამიანს შეეძლო მსგავსი რამის დაგეგმვა, თუმცა თუ ეს სიმართლეა, მისი აზრით, ის ადამიანი, რომელსაც მსგავსი აზრი გაუჩნდა, "ძალიან საცოდავი ადამიანია".

მამა კახაბერი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავი2-ის ეთერში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც სავარაუდოდ, მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქს გაუგზავნა, არ იცნობს და მასში მოყვანილი ფინანსური პრობლემების შესახებ არ სმენია.

 

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები