დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმით არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაინტერესებულები. დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი შეხვდა.
ეკა ლომიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
„მამა გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას იყენებს, მას პროკურატურასთან გაუთქმელობის ხელწერილი აქვს და მას არ აქვს საშუალება, დააფიქსიროს ის არგუმენტები და დეტალები საქმის შესახებ, რომელიც არსებობს. ამ საქმის გარშემო ბევრი კითხვა არსებობს. გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ პროკურატურის მხრიდან გაჟღერებული, რომ მძიმეა ეს ბრალდება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზაციას უნდა მიეცეს საშუალება, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას და დააფიქსიროს არგუმენტები და საკუთარი თავის დაცვა შეძლოს,“ - განაცხადა ეკა მამალაძემ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე