პატრიარქი რამდენიმე წუთის წინ ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად კარგია. ექიმების განცხადებით, კარგია, როდესაც ოპერაციის მეორე დღეს პაციენტი გადაყვანილია ჩვეულებრივ პალატაში.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, ვარაუდობს, რომ უკვე კვირის ბოლოსთვის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საქართველოში გამგზავრება რეალურია.
„თვითონ პატრიარქიც თავს კარგად გრძნობს, მას ჩივილი არ აქვს. მე 5 წუთია, რაც გამოვედი პალატიდან. ამჟამად ის იმყოფება პოსტოპერაციული ინტენსიური დაკვირვების პალატაში. მესაუბრა და მას სურს, რაც შეიძლება, დროზე ჩავიდეს საქართველოში,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
როგორც ცნობილია, 16 თებერვალს გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი იგეგმება ბერლინში. გიორგი კვირიკაშვილს სურს, პატრიარქი პირადად მოინახულოს.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე