05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
აფხაზეთში დაკავებული გიორგი ლუკავას მეუღლე უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის მეუღლემ მოინახულა

აფხაზეთში დაკავებული გიორგი ლუკავას მეუღლე უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის მეუღლემ მოინახულა. ტატიანა ცერცვაძე ყველა მეომრის მეუღლეს მოუწოდებს, მოინახულონ და სოლიდარობა გამოუცხადონ დაკავებული მეომრების ოჯახის წევრებს.

ლუკავას მეუღლე მთავრობის კანცელარიაში მეუღლის განთავისუფლების მოთხოვნით უკვე მერვე დღეა, შიმშილობს.

„დღეს ჩემთან მოვიდა უკრაინაში დაჭერილი ერთ-ერთი გმირის, მებრძოლის მეუღლე, რათა ჩემი ბედი მას გულთან ახლოს მიეტანა. მადლობას ვუხდი მე ამ ქალბატონს და მოვუწოდებ ყველა მეომარს, რომლებიც სამშობლოს დასაცავად იდგნენ, დადგნენ ერთ მუჭად,“ - განაცხადა ლალი ბასარიამ.

კომენტარი გააკეთა გიორგი ცერცვაძის მეუღლემ ტატიანა მესხმაც. 

„ნებისმიერი მებრძოლის მეუღლეს მოვუწოდებ, რომ დღეს დადგნენ ჩვენს გვერდით იმიტომ, რომ მარტო ჩვენ არ ვართ ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ ხალხი ძალიან გვიდგას გვერდით და ამ სითბოს ვგრძნობთ, მაგრამ ის, ვისაც ეხება ჩვენი საქმე, არავინ გვერდში არ გვიდგას, არვინ არაფერს არ აკეთებს საერთოდ,“ - განაცხადა ტატიანა მესხმა.

დღის ამბები