შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას, იურისტი დიტო საძაგლიშვილი ეხმაურება.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატის თქმით, ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელოვნურად ცდილობს საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭებას.
„რეალურად გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევაზე და ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, ხელისუფლების წარმომადგენელთა პანიკური განცხადებები, თითქოს და რაღაცა ქრთამის მიცემაზე მოსამართლეების მიმართულებით და საერთოდ გაუგებარია, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომა, მათ შორის ექსპერტიზის დანიშვნასთან და ჩატარებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს აბსოლუტურად სხვა ფაქტზე და ცხადია, ლოგიკურია, რომ უბრალოდ საგამოძიებო ორგანი ხელოვნურად სძენს პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეს და ისრები გადაჰყავს მოსამართლეთა მიმართ, თითქოს და რაიმე შეთავაზების გაკეთებაზე,“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.