ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ამბობს, რომ ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი შორენა თეთრუაშვილის ინტრიგაში, ნებსით თუ უნებლიედ, ჩართულია.
მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ქონების დატაცების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი გაუგებრობაში და შეცდომაშია შეყვანილი. დარწმუნებული ვარ, ამ ინტრიგის ნაწილი აღმოჩნდნენ ისინი,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ამ ინტრიგაში ხელისუფლების ჩართვას ის მათ არაპროფესიონალიზმს უკავშირებს.